Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2017

დღე მერვე

დღე-8 მოცემულ მოდულში განვიხილეთ,თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე  დაფუძნებული სწავლების  წარმართვისას, ასევე ვიმსჯელეთ  როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროექტის გაუმჯობესებისთვის , გავიგე დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთ დამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. შევვქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია მოსწავლეებში თვითრეგულირებადი უნარის განვითარებას, ხელი შევუწყო  ფასილიტაციის ნიმუშის შექმნით. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების  პროცედურები და შევქმენით მასალები  მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში, ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

მოდული 5. დღე 7 მოსწავლეთა პროექტების შეფასებაა.

მოდულის მთავარი კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით? მოდულის ამოცანები: მოდულის განმავლობაში მონაწილეები: ერთმანეთს გავუზიარებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს. დავხვეწავთ შეფასების გეგმებს. შევქმნით შეფასების ფორმებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის. ცვლილებებს შევიტანთ პროექტის გეგმაში. გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე. დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში ,კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში _შეფასებები. დავათვალიერეთ და გავეცანით სხვადასვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმაში და გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.

მეხუთე დღე

მეხუთე დღე ისე, როგორც წინა დღეები, იყო ძალიან საინტერესო. გავეცანით საავტორო უფლებებს, დავგეგმეთ მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევარი .

მოდული 2. დღე 3-4. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.

მოდული 2-ის საკვანძო კითხვები: როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები? როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება? 1. მეორე მოდულზე გადასვლის შემდეგ პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენს საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას. შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,  2.ასევე დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის ...

რეფლექსია N2

ძალიან საინტერესო და საქმიანი სამუშაო დღე იყო. ვისწვლეთ როგორ გავწეროთ თემასთან დაკავშირებით მიზნები, რომ გავიდეთ შედეგზე, როგორ უნდა დავსვათ შეკითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მოგვეცა დავალებები მეორე დღისთვის.  უღმესი მადლობა ქალბატონ ირინას.
     2017წლის 2სექტემბერს დავიწყეთ ტრენინგი პროექტებით სწავლება. ტრენინგის პირველივე დღე ძალიან საინტერესოდ და ეფექტიანად დაიწყო. მივიღე საინტერესო იმფორმაცია,  თუ როგორ უნდა დავნერგო  სასწავლო პროცესში მიღებული გამოცდილება. დიდი მოლოდინი მაქვს . პროექტის დასასრულს შევძლებ ყველა იმ მასალის ათვისებას რომელიც ჩვენი უსაყვარლესი  ტრენერი - ირინა მარკოზაშილი გვაწვდის.