Skip to main content

მოდული 2. დღე 3-4. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.

მოდული 2-ის საკვანძო კითხვები:
როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?
1. მეორე მოდულზე გადასვლის შემდეგ პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენს საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, 
2.ასევე დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას, წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას. 
მოდულის ბოლოს გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავს პროექტის მოკლე აღწერას, სამიზნე სტანდარტებს და მიზნებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შეფასების დროში გაწერილ გეგმას. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში _სასწავლო პრექტის გეგმა .

Comments

Popular posts from this blog

     2017წლის 2სექტემბერს დავიწყეთ ტრენინგი პროექტებით სწავლება. ტრენინგის პირველივე დღე ძალიან საინტერესოდ და ეფექტიანად დაიწყო. მივიღე საინტერესო იმფორმაცია,  თუ როგორ უნდა დავნერგო  სასწავლო პროცესში მიღებული გამოცდილება. დიდი მოლოდინი მაქვს . პროექტის დასასრულს შევძლებ ყველა იმ მასალის ათვისებას რომელიც ჩვენი უსაყვარლესი  ტრენერი - ირინა მარკოზაშილი გვაწვდის.